22.09.2014
კატეგორია : ღონისძიებები;
რეგიონული მედიის, კერძოდ კი მაუწყებლების მთავარ გამოწვევად პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ნათია კუპრაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დაასახელა, სწორედ ციფრული მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი და არსებული მდგომარეობა გახდა მომდევნო პანელის გამომსვლელების თემაც. დღის მეორე ნახევარში მთავარი საკითხები უკვე ახალი მედიის თანამედროვე ტენდენციები და სტუდენტური ნამუშევრები იყო, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტებმა საკუთარი ჟურნალისტური პროექტები წარმოადგინეს.
მედიაკონფერენციის დასასრულს ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია შედგა: მედიაწიგნიერება, სამართლებრივი ცნობარი ჟურნალისტებისთვის, მედია ეთიკა და თვითრეგულირება, თვითმმართველობის გაშუქების სახელმძღვანელო. დატვრითული დღის დასასრულს მონაწილეებმა სტუდენტებისთვის მომზადებული სასწავლო ფილმი ნახეს და ევროკავშირის ჟურნალისტიკის პრიზის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მედიაკონფერენციას უკვე სამწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ბათუმში ის პირველად შედგა. მედიაკონფერენცია 2013 და 2012 დედაქალაქში გაიმართა.