გადაწყვეტილება "თბილისელებისა- და "25-ე არხის- საქმეებზე
28.07.2014

27 ივლისს, ქარტიის საბჭომ განიხილა განმცხადებელთა ჯგუფის განცხადება ნიკა ლაშაურის (ჟურნალი "თბილისელები") წინააღმდეგ. საბჭოს შეფასებით, ინტერვიუში, სახელწოდებით "წვერულვაშიანი ქალის სიყვარულის გამო ღვიძლმა ძმებმა ერთმანეთი დახოცეს", დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი, რომლის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

იმავე დღეს საბჭომ განიხილა განმცხადებელ მაია ჯაშის განცხადება სულხან მესხიძის, რუსლან დავითაძის და მირიან ურუშაძის (ტელეკომპანია 25_ე არხი) წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებთ საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტების მხრიდან დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი." გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.