ქარტიის საბჭო – "P.S-ის სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის ორი პრინციპი-
26.07.2014
ქარტიის საბჭომ დაასრულა მსჯელობა გადაწყვეტილებაზე. განიხილებოდა ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის, ირინა ასათიანის განცხადება "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების პაატა იაკობაშვილისა და ნონა მიქიაშვილის მიმართ. განცხადება ეხებოდა 2013 წლის 22 დეკემბერს კურიერი P.s. ში გასულ სიუჟეტს "შიმშილობა ციხეებში - ბრუნდება თუ არა "ქურდული" სამყარო". საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო 4 პრინციპიდან, სიუჟეტში დარღვეულია 2, ქარტიის პირველი და მესამე პრინციპები.
"1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

აქვე, საბჭომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა "ალიას" ჟურნალისტ ჟანა ასანიძესთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ სიუჟეტში ჟანა ასანიძე წარმოადგენდა რეპონდენტს და ეს არ ყოფილა მისი ჟურნალისტური პროდუქტი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.