მედია მედიის მონიტორინგზე
24.05.2014

კატეგორია : განცხადებები;

ტელევიზიები ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიებს აშუქებენ-ქარტიის მონიტორინგი
გელა ბოჩიკაშვილი, media.ge

თვითმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო  პერიოდში ჩატარებული  მონიტორინგის დროს,  რომელიც 1-დან 30 აპრილამდე პერიოდს მოიცავს,  ტელეარხები საინფორმაციო პროგრამებში (პრაიმ-თაიმში)  დაბალანსებულად აშუქებდნენ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, თუმცა ძირითად დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია "ქართული ოცნების ღონისძიებებს უთმობდნენ.  ამავე დროს,   ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 23 მაისს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, ტელეარხები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ პრობლემებსა და  კანდიდატების პროგრამებს შორის არსებულ განსხვავებებს.

კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი დრო თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების კანდიდატს, დავით ნარმანიას დაეთმო.   რეგიონული მაუწყებელები კი მმართველი პოლიტიკური პარტიის გაშუქებასთან ერთად  დიდ დროს უთმობდნენ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებს.

სტატია სრულად:

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა

მოამბე, საზოგადოებრივი მაუწყებელი

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ქარტიამ 1 აპრილიდან 7 ეროვნული სატელევიზიო არხისა და 6 რეგიონული მაუწყებლობის მონიტორინგი დაიწყო.

მონიტორინგის შუალედური შედეგები მიუთითებს, რომ მედიის უმეტესმა ნაწილმა, ზოგადად, დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გააშუქა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური ღონისძიებები. როგორც "ქარტიაში" აცხადებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი საარჩევნო კამპანიას დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს. "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და "მემო 98" გააგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მონიტორინგს, რათა განსაზღვრონ რამდენად მყარია მათ მიერ შემჩნეული ტენდენციები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.