მემორანდუმი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან
16.05.2014

კატეგორია : ღონისძიებები;
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, ფრონტლაინ კლუბში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ჯიპამ ჟურნალისტებისთვის ჯოშუა ფრიდმანის პრიზი გამოაცხადა. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება პროფესიულ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გამართვა, ამასთან ერთად მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის აქტივობებში. მანამდე ქარტიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.