სოლიდარობის წერილი ლანჩხუთიდან
30.01.2014
ლანჩხუთში გაზეთ "ჰო და არა-ს" ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მათი კოლეგების სოლიდარობის წერილი მიიღო.
ჟურნალისტუერი ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ ადასტურებს უკვე არაერთხელ გაცხადებულს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ან მისი შევიწროება ამ საქმიანობის გამო. ქარტია ასევე მიესალმება, კოლეგების სოლიდარობას და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ჟურნალისტების განცხადებას.

სიტყვის თავისუფლება ლანჩხუთურად

28 იანვარს, სამი პიროვნება, რომლებიც საფეხბურთო "ჩინოვნიკებად" არიან ცნობილნი, საღამოს 18 საათზე მივარდნენ ლანჩხუთის რაიონში გამომავალი თავისუფალი გაზეთის "ჰო და არა" რედაქციაში და გამოიხმეს ჟურნალისტი მამუკა ქანთარია, რომელიც სისტემატურად და კომპეტენტურად წერს ფეხბურთის საკითხებზე. "სტუმრების" აღშფოთება გამოუწვევია კვირის ნომერ "ჰო და არა"-ში გამოქვეყნებულ მორიგ სტატიას და როგორც უცნობმა ინფორმატორმა გაზეთის მთავარ რედაქტორს, ნონა გიგინეიშვილს აცნობა, მამუკას "დასჯას" აპირებდნენ. რედაქციის თანამშრომლებმა არ დაანებეს მიმხვდურებს ფიზიკურად გასწორებოდნენ ჟურნალისტს, მაგრამ მარტო იმის გაფიქრებაც კი, რომ ვიღაცას აზრად მოუვიდა რედაქციაში მივარდნა და ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თავისუფალი ჟურნალისტების უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ, ლანჩხუთელი ჟურნალისტები სოლიდურობას ვუცხადებთ მამუკა ქანთარიას, ვგმობთ თავისუფალი მასმედიისადმი აგრესიულ და არაცივილურ დამოკიდებულებას და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, შემოუერთდნენ ჩვენს პროტესტს, რომ ვერასოდეს ვერავინ გაბედოს თავისუფალი სიტყვისათვის არათუ ჟურნალისტის, ნებისმიერი მოქალაქის დასჯა.   გაზეთ "ლანჩხუთი PLUS"-ის ჟურნალისტები რუსთავი–2–ის გურიის ბიურო

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.