დავით მჭედლიძემ პირველი და მეხუთე პრინციპები დაარღვია
02.06.2013
კვირას, 2 ივნისს,  ქარტიის საბჭომ განიხილა ტელეკომპანია მე_9 არხისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადებები, მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძის და ირაკლი მანაგაძის მიმართ. გადაწყვეტილებით საბჭომ დაადგინა, რომ: (1) მაია მეცხვარიშვილს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი. (2) დავით მჭედლიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. (3) ირაკლი მანაგაძეს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი.
მეცხრე არხისა და ევრაზიის ფონდის განცხადების გარდა ქარტიის საბჭომ კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილა: 1. დაკმაყოფილდა განცხადებები ქარტიის წევრობაზე (ტელეკომპანია მეცხრე არხი: რუსუდან წერეთელი, ეკატერინე ბერიძე, იმედა დარსალია, ირაკლი ჩიხლაძე. ტელეკომპანია იმედი: ბაია ცანავა, შორენა ცხოვრებაშვილი, ელისო ღვინიანიძე, ნათია სონღულაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ქეთევან რუხაძე. ჟურნალის ლიბერალი: ლიკა ზაკაშვილი, მალხაზ ჭკადუა) 2. დაკმაყოფილდა განცხადებები წევრობის სტატუსის შეჩერება-შეწყვეტაზე. წევრობა შეუწყდათ: ეკა ჭითანავა, მერაბ მერკვილაძე, რევაზ ბერძენიშვილი, კარენ ელჩიანი, თამარ აბაშმაძე, ანიტა თვაური, ირინა ჭოჭუა, გელა მთივლიშვილი. წევრობა შეუჩერდათ: ლიკა საჯაია, სოსო ბარნაბიშვილი, ნინი აფციაური, ლანა ბერიძე, მაია გამეზარდაშვილი, ირმა ფირცხალავა, რუსუდან ჭაბუკიანი, დავით ქაქუთია, მაკა ჯოხაძე 3. ქარტიის საბჭოს წევრმა გელა მთივლიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ დაეტოვებინა ქარტიის საბჭო. ქარტიის წესდების თანახმად, საბჭოს წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება (1) ქარტიის წევრობის შეწყვეტისას. (2) ქარტიის წევრობის შეჩერებისას. (3) თუ დასაქმდება რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოში ან პოლიტიკურ პარტიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გელა მთივლიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა ქარტია. წესდების თანახმად, გამოთავისუფლებული წევრის ადგილი დაიკავა ია ბობოხიძემ. აქვე დავსძენთ, რომ გელა მთივლიშვილს შეუძლია შესაბამისი განცხადებით კვლავ გახდეს ქარტიის წევრი. ამავე თემაზე :

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.