ქარტიის საბჭო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადებას განიხილავს
26.05.2013
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების თხოვნით მიმართა. საბჭოსადმი წარდგენილ განცხადებაში ნთქვამია, რომ ფონდის ხელმძღვანელობის აზრით,  სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის სამდივნოს მოთხოვნის საფუძველზე, ფონდმა მოპასუხეებად განსაზღვრა შემდეგი პირები: მაია მეცხვარიშვილი (ნეტგაზეთი), დავით მჭედლიძე (Media.ge), ირაკლი მანაგაძე (ექსპრესნიუსი). ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით "მეცხრე არხის" ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება დასაშვებად ცნო. იხილეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.