ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
09.05.2013

კატეგორია : ღონისძიებები;
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსის "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" მეორე რაუნდს. კონკურსი მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარებას, რომლებისც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიონალურ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

საპრიზო გატეგორიები:

1. საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში; 2. საუკეთესო ტელე/ რადიო სიუჟეტი ან საგამომძიებლო რეპორტაჟი; 3. საუკეთესო ვებ გვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი, რომელიც ხელს უწყობს ცოცხალ, დაბალანსებულ, სამართლიან და პლურალისტურ დებატებს. 4. ყველაზე ინფორმატიული საინფორმაციო სააგენტო ან ონალინ გაზეთი. კონკურსი პირველად საქართველოში ჩატარდა 2012 წელს დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: www.euprizejournalism.ge

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.