შეხვედრა "მაესტროს- ჟურნალისტებთან
03.05.2013
პრესის თავისუფლების დღეს დაემთხვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლების სტუმრობა ტელეკომპანია "მაესტროს"ახალ ამბებში. ეს იყო პირველი შეხვედრა ქარტიის მიერ დაგეგმილი ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ტ პრესის თავისუფლების დღეს დაემთხვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლების სტუმრობა ტელეკომპანია "მაესტროს"ახალ ამბებში. ეს იყო პირველი შეხვედრა ქარტიის მიერ დაგეგმილი ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ტელეკომპანიებში მცირე პროფესიული დისკუსიების გამართვას, ქარტიის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ჟურნალისტების მხრიდან შენიშვნების, შეკითხვებისა და მოსაზრებების მოსმენას ითვალისწინებს. იმ დროის გათვალისწინებით, რაც ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ახალი ამბების შემადგენლობას შეუძლია ამგვარი შეხვედრისთვის გამონახოს, "მაესტროს" ნიუსრუმში საინტერესო და აქტუალური მინი დისკუსიაც შედგა. ჟურნალისტებმა ის კონკრეტული მაგალითები გაიხსენეს, როდესაც სატელევიზიო ეთერში გასულმა მასალებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქარტიის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს იმ შესაძლო ვარიანტებზეც, როგორ შეიძლება, ესა თუ ის მასალა მომზადდეს ისე, რომ არც ტელეკომპანიისა და საზოგადოების ინტერესები დაზარალდეს და არც პროფესიული ეთიკა დაირღვეს. "მაესტროს" ახალი ამბების ჟურნალისტთა აზრით, ეთიკის ქარტიამ კიდევ უფრო უნდა გააქტიუროს მუშაობა მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და სემინარების,ასევე პროფესიულ საკითხებზე დისკუსიების მოწყობის კუთხით.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.