ქარტიის საბჭოს მოსაზრება "მოამბის- რეპორტაჟზე
30.04.2013

კატეგორია : განცხადებები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სიუჟეტზე მოსაზრებას აქვეყნებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდზე ძალადობის შესახებ მომზადებული რეპორტაჟის განხილვის თხოვნით საბჭოს განათლების მინისტრმა მიმართა. არც სიუჟეტის ავტორი და არც რედაქტორი ქარტიის ხელმომწერები არ არიან, თუმცა ქარტიის საბჭომ იხელმძღვანელა უფლებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოაქვეყნოს საკუთარი მოსაზრება არახელმომწერ ჟურნალისტთა საქმეებზე. დაირღვა თუ არა პროფესიული და ეთიკური სტანდარტები და როგორია საბჭოს არგუმენტები, იხილეთ თანდართული დოკუმენტი. მოსაზრება - საზოგადოებრივი მაუწყებელი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.