თამარ კორძაიას შეუწყდა ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება
30.03.2013

კატეგორია : განცხადებები;
2013 წლის 28 მარტს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა.  სხდომაზე დაკმაყოფილდა თამარ კორძაიას განცხადება და მას შეუწყდა ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება. თამარ კორძაია ეთიკის ქარტიაში   2012 წლის თებერვლიდან მუშაობდა. მისი დირექტორობის პერიოდში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელებულა, მათი გარკვეული ნაწილი დღემდეც მოქმედებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ახალი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე კონკურსი უკვე გამოაცხადაია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.