04.03.2013
კატეგორია : ღონისძიებები;
„ძალადობის გაშუქება ქართულ მედიაში“
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აგრძელებს დისკუსიებს მედიის საკითხებზე. უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მედია საშუალებებში ძალადობისა და პირადი ტრაგედიის ამსახველი კადრების გავრცელება, რასაც თან სდევს ეთიკური სტანდერტების დარღვევაც. მსგავსი მასალების ტირაჟირებას თან ახლავს უარყოფითი შედეგებიც. შესაბამისად, დისკუსიის მიზანია მონაწილეებმა იმსჯელონ აღნიშნულ პრობლემებზე და ეძიონ გადაჭრის გზები.
დისკუსიზე მომხსენებლები იქნებიან ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მგელაძე – ჟურნალისტების მიერ არასწორის ფრაზეოლოგიის გამოყენება, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ტირაჟირება. საბჭოს წევრი ნათია კუპრაშვილი – ძალადობის, კრიმინალის ვიზუალური, ფოტო ვიდეო მასალის გაშუქება და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი – ფსიქოლოგიური ზემოქმედება და საფრთხეები
დისკუსია ჩატარდება 2013 წლის 6 მარტს 17:00 საათზე, მისამართი: პაოლო იაშვილის ქ. #22/24, ინტერნიუსის ოფისი.
დასწრება თავისუფალია.