ქარტიამ შეხვედრები გამართა რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობასთან
04.03.2013

კატეგორია : ღონისძიებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2013 წლის 2 მარტს შეხვდა რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას. ქარტიის საბჭოს წევრებმა ნათია კუპრაშვილმა, დავით მჭედლიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კორძაიამ, რუსთავისა და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ისაუბრეს ქარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე ასევე ბოლო დროს ქარტიაში მომხდარ ცვლილებებზე, მათ შორის, საბჭოს 7 თებერვლის გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმადაც საბჭოს მიზანშეწონილად მიიჩნია განსაკუთრებულ მასალებზე საკუთარი ინიციატივით დასკვნების მომზადება და გამოაქვეყნება. დიალოგი წარიმართა მედიაში არსებულ პრობლემებზე და მათი გამოსწორების გზებზე. რუსთავის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საზოგადოების ინდეფერენტულობას მედიაში არსებულ მდგომარეობაზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.