საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კახეთის რეგიონში შეხვედრები გამართა
19.02.2013

კატეგორია : ღონისძიებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2013 წლის 18 თებერვალს კახეთის მოსახლეობას შეხვდა. ქარტიის საბჭოს წევრები ზვიად ქორიძე, დავით მჭედლიძე, გელა მთივლიშვილი, საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მგელაძე და აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კორძაია, კახეთის სამ ქალაქს თელავს, გურჯაანსა და საგარეჯოს ეწვიენ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქარტიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამოქმედო გეგმებზე, ასევე ბოლო დროს ქარტიაში მომხდარ ცვლილებებზე, მათ შორის, საბჭოს 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მოსაზრებების მომზადება და გამოქვეყნება. რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ქარტიის საქმიანობისა და მიზნების გაცნობამ აქტიური დაინტერესება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებზე რამდენიმე ჟურნალისტმა გამოხატა ქარტიაში გაწევრიანების სურვილიც. კერძოდ, გაწევრიანების მიზნით ქარტიაში შემოვიდა 4 განცხადება. საჩივრის შემოტანის წესით დაინტერესდნენ გამგეობის წარმომადგენლები გურჯაანშიც, სადაც მათ ჟურნალისტების მიმართ არაერთი პრეტენზია წარმოადგინეს. სამივე რეგიონში შეხვედრებზე მოსულმა პირებმა მომავალში ქარტიასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.