საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება მისი წევრის, ტარიელ ცეცხლაძის, განცხადებას
11.02.2013

კატეგორია : განცხადებები;
2013 წლის 6 თებერვალს ვებ-გვერდზე www.gurianews.com ქარტიის წევრმა, ტარიელ ცეცლხაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება შეეზღუდათ ჟურნალისტებს. მან, ასევე, მიუთითა ახალი მთავრობის გამოცდილება, რომლის თანახმად, ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრება ეზღუდებათ სხდომათა დარბაზის მცირე მოცულობის გამო.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე, ნებისმიერ კოლეგიურ ორგანოს, უარი თქვან სხდომების საჯაროობის შეზღუდვის დაუსაბუთებელ და მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფის და საზოგადოების ინფორმირებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების მაქსიმალური ღია საქმიანობა, რაც გულისხმობს, დაინტერესებულ პირთა სიმრავლის შემთხვევაშიც, თითოეული ჟურნალისტის დასწრების უზრუნველყოფას, ყოველგვარი შერჩევითობისა და დისკრიმინაციის გარეშე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.