ქარტია გმობს გაზეთში ციხის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას
04.10.2012

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს გაზეთ „ასავალ–დასავალის“ გადაწყვეტილებას კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე.

პუბლიკაციას ჰქვია „გლდანის ციხის თანამშრომელთა გვარ–სახელები და საცხოვრებელი მისამართები“. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი გლდანის ციხისა და, ზოგადად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შექმნილი ვითარების მიმართ დიდია, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს საქმეები უნდა იყოს სერიოზული სამართლებრივი და ჟურნალისტური გამოძიებების საგანი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაცია საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და არ უნდა ხდებოდეს მისი დაუსაბუთებლად გასაჯაროება.

მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საცხოვრებელი მისამართების, გამოქვეყნება არ წარმოადგენს ისეთი მნიშვნელობის ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ვითარების მოგვარებას, უფრო მეტიც, წააქეზოს ძალადობა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ქარტიის ხელმომწერ და არახელმომწერ ჟურნალისტებს, განსაკუთრებული პასუხისმგებელობით მოეკიდონ ადამიანის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, რადგან შეუძლებელია წინასარ იმის განსაზღვრა, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნებამ იდენტიფიცირებულ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.