3 სექტემბერს იწყება 5 დღიანი საერთაშორისო ტრენინგი მულტიმედიით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის
03.09.2012

კატეგორია : ტრენინგები;
ჰოლანდიური ორგანიზაცია “თავისუფალი პრესა” 3-7 სექტემბერს თბილისში, ატარებს საერთაშორისო ტრენინგს მულტიმედიით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის.

ტრენინგი ტარდება სამ ქვეყანაში აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისათვის, თითოეული ქვეყნიდან 8 წარმომადგენლის მონაწილეობით. ჟურნალისტებს უცხოელი ექსპერტები გააცნობენ მულტიმედიის სფეროში უახლეს ტენდენციებს, შეასწავლიან ახალი ტექნოლოგიებით მასალის მომზადებისა და გავრცელების უნარ-ჩვევებს. სწავლებისა და წვრთნის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტები ინგლისურ ენაზე მოამზადებენ მასალებს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ტრენინგი 3 სექტემბერს გაიხსნება თბილისში, ჭავჭავაძის 10 ნომერში, IREX-ის მულტიმედიის ცენტრში. მის ოგრანიზებაში მონაწილეობენ საქართველოდან: „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, აზერბაიჯანიდან “კოალიცია გამოხატვის თავისუფლებისათვის” და სომხეთიდან “ერევნის პრესს-კლუბი”

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.