თეა ადეიშვილმა ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია
19.02.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია. მის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება ბექა გაბადაძემ შემოიტანა.

სადავო მასალა "ვარძიის ხანძარი და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები", რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში 6 ნოემბერს გავიდა, ეხებოდა ვარძიაში დაზიანებულ ფრესკებს. განმცხადებლის პრეტენზია ეხებოდა, სიუჟეტის იმ ნაწილს, სადაც ჟურნალისტი და რესპონდენტი თამარ მეფის შესახებ საუბრობენ. რესპონდენტი ამბობს: "შერთეს ამ კაცს, რომელსაც ყველა უღირსი თვისება ჰქონდა". ჟურნალისტი კი ჩამოთვლის: "ლოთი, მამათვამავალი, ზოოფილი, გიორგი რუსი". სწორედ ჟურნალისტის ამ ნათქვამის საფუძველზე მიიჩნევდა ბექა გაბადაძე, რომ დარღვეული იყო ქარტიის მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია).

საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა. განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი , ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა, საბჭოს კითხვებს უპასუხა ტელეფონის საშუალებით. საბჭოს გადაწყვეტილების  დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.