საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე
25.07.2017

კატეგორია : განცხადებები;
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები  ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარების ფაქტს. როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, იგი გაიტაცეს და იძულების ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანში.

მისი იურისტის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ქართულენოვანმა პირებმა დააკავეს და აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამასთანავე, მას აღენიშნება მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ევროკავშირი, სამოქალაქო საზოგადოება და მათ შორის

საქართველოს ეროვნული პლატფორმა მრავალგზის მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად გამოეძიებინა ჟურნალისტის საქმე გამოძიება ჭიანურდება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კი კვლავ პატიმრობაში იმყოფება. ამასთანავე, ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ სპეციალურ რეზოლუციაშიც ხაზგასმულია, რომ მნიშნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი მოჰფინოს ყველა იმ ეჭვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობას ძალის გამოყენებით  ჟურნალისტის გაუჩინარებაში, მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს, მუხთარლის საქართველოში, საკუთარ ოჯახში დაბრუნება.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ გამოძიებას ჰქონდა საკმარისი დრო საქმის ობიექტური და დეტალური გამოძიებისთვის, თუმცა   პროცესი ცალსახად ფერხდება, რაც ლახავს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის პლურალისტური, დემოკრატიული, ღირსეული განვითარების გზაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ ობიექტურად იქნას გამოძიებული აფგან მუხთარლის საქმე და დაისაჯოს დამნაშვეები. ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას.  

ამასთანავე, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უზრუნველყოს ჟურნალისტის საქმის მოსმენა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა შეასრულოს მასზე დაკისრებული საჯარო ფუნქცია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შექმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.