მირიან ბოქოლიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
07.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" ჟურნალისტმა მირიან ბოქოლიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სადავო სტატია გაზეთ “პრაიმ ტაიმში” გამოქვეყნდა სათაურით ,,მწამებელი თუ უწყების იმიჯისთვის გაწირული პოლიციელი?!“. ქარტიას განცხადებით მომართა გიორგი მდინარაძემ, რომელსაც მასალა შეეხებოდა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო არაზუსტი, მან მიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტები. გარდა ამისა, უკანონოდ მოიპოვა და გამოაქვეყნა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. შესაბამისად, დარღვეული იყო 1 (სიზუსტე), 3 (მიჩქმალვა), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიაში საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.