ვახო ხუზმიაშვილმა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი დაარღვია
07.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხლა "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის" განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში 21 დეკემბერს გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. მასალა ეხებოდა მთავრობის ახალ დადგენილებას პირუტყვის იდენტიფიცირება - რეგისტრაციის შესახებ.

განცხადებლის აზრით, სიუჟეტში დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპები. სადავო სიუჟეტში ავტორი იდენტიფიცირებული არ იყო, ამიტომ მოპასუხე მხარედ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ვახო ხუზმიაშვილი განისაზღვრა, რომელმაც ქარტიასთან არ ითანამშრომლა და არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში.

საბჭოს სხდომას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა. საბჭომ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სადავო მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.