ტრენინგი – რელიგიასთან დაკავშირებული თემების გაშუქება
07.05.2017

კატეგორია : ტრენინგები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

რელიგიასთან დაკავშირებული თემების გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 3-4 ივნისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

 

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, დისკრიმინაციის შემთხვევებს და გაშუქების საუკეთესო პრაქტიკებს. განიხილება თუ რა უარყოფითი შედეგი მოაქვს არასწორ გაშუქებას, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი რელიგიური დღესასწაულების გაშუქებისას და რა ტერმინები უნდა გამოიყენონ ჟურნალისტებმა სასულიერო პირებთან ურთიერთობისას თუ ამ საკითხებზე მუშაობისას.

ტრენინგს გაუძღვებიან თამთა მიქელაძე და ლევან სუთიძე

თამთა მიქელაძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. მანამდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტად (2009-2013), ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს მრჩევლად (2009) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მთავრობის წარმომადგენლობის დეპარტამენტში მრჩევლად (2005 – 2009). არის რამდენიმე კვლევის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის, სეკულარიზმის კრიზისი და ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ (სახელმწიფოს როლი 2012-2013 წლებში საქართველოში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების მოგვარებაში)რელიგიის თავისუფლება – სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა; რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა (2014-2015).

ლევან სუთიძე – ტაბულას” ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი. გამოცემაში ის დაარსების დღიდან (2010 წ.) მუშაობს. სუთიძის საქმიანობის ძირითადი პროფილი უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკის გაშუქებას უკავშირდება. ჟურნალში მუშაობისას, მან არაერთხელ გაიმარჯვა სახალხო დამცველისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონკურსში ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება”. მეოთხე წელია ტაბულას ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”. გადაცემა ასევე დაჯილდოებულია “ტოლერანტობის ქომაგის” წოდებით სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ, რომელშიც რამდენიმე ათეული რელიგიური ორგანიზაცია ერთიანდება.

მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV 26 მაისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: „რელიგიასთან დაკავშირებული თემების გაშუქება“

***

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ტელ: 593737503, ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com  მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.