ბავშვები მედიაში – დისკუსია მოსწავლეებთან
19.05.2017

კატეგორია : ღონისძიებები;
რა არ მოსწონთ ბავშვებს ქართულ მედიაში, რა თემების გაშუქებას ისურვებდნენ და როგორ შეუძლიათ თავად არასრულწლოვნებს ინფორმაციის გავრცელება, ამ საკითხებზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF)18 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არსებული მედია სტუდია “დროს” წევრ ბავშვებთან იმსჯელეს.

ქარტია Unicef-ის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგს. მოსწავლეებთან გამართულ დისკუსიაზე სწორედ ბოლო კვლევის შედეგები განიხილეს. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ როდესაც მედია არასრულწლოვანთა ნაწილის სტიგმატიზებას ახდენს, ამით ზიანი ადგებათ არამხოლოდ უშუალოდ ამ ჯგუფის წევრებს, არამედ ირიბად მოქმედებს სხვა არასრულწლოვნებზეც. ამის დასტურად მოიყვანეს მედიის მიერ ეწ. სექტებთან განსხვავებულად ჩაცმული არასრულწლოვნების დაკავშირების შემთხვევები. “განსხვავებული ბავშვი ყოველთვის უარყოფითად არის წარმოჩენილი მედიაში. თუ წითელი თმა გაქვს და შავად შეღებილი თვალები, უკვე ცუდად აღიქმები. მათ უნდათ ყველა ერთნაირი ვიყოთ”, – აღნიშნა შეხვედრის მონაწილე ლიკა ვეკუამ.

ბავშვებმა მნიშვნელოვან პრობლემად დაასახელეს ისიც, რომ მათ შესახებ მომზადებულ მასალებში ძირითადად უფროსები ჩანან. “რეალურად უფროსები საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე, რაც ბავშვებთან ურთიერთობისას ექმნებათ და არ ინტერესდებიან ჩვენი აზრი”, – თქვა ლუკა წიქარიშვილმა. არასრულწლოვენების მთავარი წუხილი მაინც მათთვის საინტერესო საკითხებზე მომზადებული მასალების ნაკლებობას უკავშირდებს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ქართულ მედიასივრცეში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის არის გადაცემები, ტინეიჯერები მაუწყებლების ინტერესის მიღმა არიან დარჩენილნი.

შეხვედრის ბოლოს ქარტიამ და Unicef-მა საკუთარი პლატფორმები შესთავაზეს მოსწავლეებს საკუთარი პრობლემების წამოსაწევად და ბლოგპოსტების გამოსაქვეყნებლად

მსგავსი სიახლეები

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.