05.09.2017
კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს
ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ბუნებრივი კატაკლიზმების
გაშუქება
ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 23-24 სექტემბერს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ბუნებრივი კატაკლიზმების გაშუქების სპეციფიკას, განიხილება როგორც უსაფრთხოების ნორმები, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ასეთ შემთხვევაში, ასევე, მასალის მომზადებისას წამოჭრილი ჟურნალისტური დილემები.
ტრენინგს გაუძღვება სოფიკო მეგრელიძე – ”ასოშიეიტედ პრესის” (Associated Press) თბილისის ბიუროს პროდიუსერი სოფიკო მეგრელიძე, რომელსაც აქვს ცხელ წერტილებში მუშაობის ოც წლიანი გამოცდილება. აშუქებდა ისეთ მოვლენებს როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტები, ჩეჩნეთის ომი, ნორდ ოსტი, ლტოლვილთა კრიზისი ევროპაში, გეზიმ პარკის გამოსვლები სტამბოლში, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, მიწისძვრა თურქეთში და აშ.
მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV 18 სექტემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: „ბუნებრივი კატაკლიზმების გაშუქება“
***
საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა,
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ტელ: 593737503,
ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ
M-TAG პროგრამა ხორციელდება
ამერიკელი ხალხის მხარდაჭერი