ქარტიის განცხადება არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზე
21.10.2017

კატეგორია : განცხადებები;
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი N12 და N63 საარჩევნო უბნებთან "რუსთავი 2-სა" და "ობიექტივის" ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს, მათ კოორდინატორებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამ პროცესში დიდი როლი სწორედ ჟურნალისტებს აკისრიათ. კენჭისყრისას დარღვევების და ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლის გაშუქება მათი მოვალეობაა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სამართალდამცავებსაც უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.