კოალიციის განცხადება უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვებაზე
06.12.2017

კატეგორია : განცხადებები;
,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება უკრაინაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,პირველის” და ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფების არშეშვების გამო, რომ ჟურნალისტებს მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 5 დეკემბერს, "რუსთავი 2-სა" და "TV პირველის" გადამღები ჯგუფები უკრაინის საზღვარზე არ შეუშვეს. ისინი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირენული მოვლენების გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 6 დეკემბერს კიევში არ შეუშვეს მათი გადამღები ჯგუფიც.

კოალიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება პასუხისგმებლობით ეკიდებოდეს საზოგადოების ინტერესს - მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან და დაუშვებელია ამ მიზნის მიღწევაში რომელიმე მედიასაშუალებას მუშაობა შეეზღუდოს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.