13.12.2017
კატეგორია : განცხადებები;
კანონპროექტი არაერთხელ გახდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო მაუწყებლების მწვავე კრიტიკის საგანი. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე. მიუხედავად წამყვანი კომიტეტის არგუმენტირებული და სამართლიანი პოზიციისა, საქართველოს პარლამენტის ცალკეულ წევრთა განცხადებით, შესაძლოა კანონპროექტი განხილულ იქნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას, გაიზიარონ ის მნიშვნელოვანი შენიშვნები რაც არსებობს კანონპროექტთან დაკავშირებით, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის, ისე არასამთავრობო ორგანზიაციების მნიშვნელოვანი ნაწილისა და კერძო მედიასაშუალებების მხრიდან.