იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები საჯარო ინფორმაციაზე წვდომას გააუარესებს
13.12.2017

კატეგორია : განცხადებები;
ჩვენთვის ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს პარლმენტმა შესაძლოა, ცვლილება შეიტანოს ახალმიღებულ კონსტიტუციის ტექსტში და გააუარესოს საჯარო ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური სტანდრატი.

2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს კონსტიტუციაში შენარჩუნდა ჩანაწერი, რომელის მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არის სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული ან პირადი საიდუმლო. ამ ჩანაწერით ზუსტად განისაზღვრა საიდუმლო ინფორმაციის სახეები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაუსაბუთებლად არ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის სახეების ამ ჩამონათვალის ამოღებას მის ჩანაცვლებას ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი დანაწესით.

გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებების ამოცანად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კონსტიტუციაში ასახვა დაასახელა. იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება კი ამ ამოცანას სცდება. ვენეციის კომისიამ შეაფასა კონსტიტუციის ადამიანის უფლებების თავი და არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამს იმ მუხლზე, რომლის ცვლილებასაც იუსტიციის სამინისტრო ითხოვს. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, უკვე დასრულებული საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობისას, არც იუსტიციის სამინისტროს გამოუთქვამს საჯარო კრიტიკა ამ მუხლთან დაკავშირებით.

შევახსენებთ პარლამენტის წევრებს, რომ საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე, რაც ქვეყანას ავალდებულებს არათუ არ გააურესოს საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობა, არამედ იზრუნოს მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით სამწუხაროა ის გარემოება, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტრო - უწყება, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს - ითხოვს ინფორმაციის თავისუფლების რეჟიმის მკვეთრ გაუარესებას.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ გაითვალისწინოს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებული ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალ რისკის შემცვლელი ინიციატივა.

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.