ტრენინგი - კონფლიქტების გაშუქება
25.01.2018

კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

კონფლიქტების გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 24-25 თებერვალს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ წარმოიშვება კონფლიქტი და რა იწვევს მის გაღვივებას, განიხილავენ ინფორმაციასთან, ინტერესებთან, ღირებულებებთან დაკავშირებულ კონფლიქტებს, კონკრეტული შემთხვევების ანალიზის მეშვეობით იმსჯელებენ თუ როგორ აღვივებს კონფლიქტს სტეროტიპები, ისაურებენ ეთიკური დილემაზე - პატრიოტული ჟურნალისტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი, მიუკერძოებელი გაშუქება. მიმოიხილავენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებს და გაანალიზებენ თუ როგორი იყო მედიის როლი ამ პროცესში. 

ტრენინგს გაუძღვება გოგა აფციაური, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აშუქებს კონფლიქტებს. 2009 წელს პრაღაში მიიღო რადიო „თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების“ დავიდ ბერკის სახელობის მეორე პრემია 2008 წლის აგვისტოს ომის გაშუქებისთვის. არის ევროკავშირის პრიზის და სხვა არაერთი ჯილდოს მფლობელი.

მონაწილეობის მსურველებმა 16 თებერვლამდე შეავსეთ აპლიკაცია


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.