12.06.2018
ხუთშაბათს, 14 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
განიხილავს შემდეგ საქმეებს:
- 19:00 საათი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილი გაზეთ "ქრონიკა+-ის" მთავარი
რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ
სადავო გახდა მასალა, რომელიც "ქრონიკა +-მა" 5 ივნისს გამოაქვეყნა
სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თუ არა დიმიტრი
ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება
თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების
მკვლელობის გამოძებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის
ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და
მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები
- 21:00 საათი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი ეხებოდა
პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობას. განმცხადებელის თქმით, სიუჟეტში
"ჟურნალისტი უღრმავდება ქალის მკვლელობის მიზეზს და ავრცელებს
ბრალდებულის ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად
შეიცავს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს". შესაბამისად, PHR-ი
მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე
პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).
სხდომა გაიმართება ქარტიის ოფისში (თბილისი, შიო მღვიმელის 6ბ).
დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.