19 ივნისს ქარტია ორ განცხადებას განიხილავს
16.06.2018

კატეგორია : ანონსი;
სამშაბათს 19 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 19:00 საათი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ
სადავო გადაცემა "ბიზნეს კოდი" 30 აპრილს გავიდა ეთერში და განათლების საერთაშორისო ცენრტის საქმიანობას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცლედა ამ ცენტრთან დაკავშირებული სასამართლო დავების შესახებ. განმცხადებლის აზრით, დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

  • 21:00 საათი - ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ია გულიაშვილისა და ეკა გაგუას წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" ეთერში 6 ივნისს გავიდა და ეხებოდა ძროხების ხელოვნურ განაყოფიერებას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტი და მანიპულაციურია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.