11 ივლისს ქარტია გიორგი გაბედავასა და გიორგი ყიფიანის განცხადებებს განიხილავს
10.07.2018

კატეგორია : ანონსი;
11 ივლისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 19:00 საათი - გიორგი ყიფიანი "იმედის" ჟურნალისტების ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
სადავო გახდა გადაცემა "იმედის კვირაში" გასული მასალა, რომელიც ეხებოდა მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო მიზნებისთვის. განცხადების თანახმად, წამყვანი ამბობს, "გაერთიანებული ერების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მარიხუანა საშიში არაა და მეტიც სასარგებლოა". გიორგი ყიფიანის თქმით, მსგავსი დასკვნა ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
  • 20:00 საათი - გიორგი ყიფიანი "იმედის" ჟურნალისტების ქეთი ბრაჭულისა და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ
სიუჟეტი სვანეთში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზნისთვის მარიხუანის გამოყენებას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამასთან ფაქტები სრულად არ წარმოაჩინა. გიორგი ყიფიანის განცხადებით, ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით მიმართეს ტელეკომპანია "იმედს", თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები:პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება).

  • 21:00 საათი - გიორგი გაბედავა news.coa.ge-ს წინააღმდეგ
news.coa.ge-მ გამოაქვეყნმა მასალა სათაურით "გიორგი გაბედავა ბიძინა ივანიშვილს დედას აგინებს ! ეს იცით რატომაა პირადი ფირების ატვირთვის გამო ციხეში რომ არ ზის !". გაბედავა მიიჩნევს, რომ ინფორმაცია არასწორი (1 პრინციპი) და დისკრიმინაციულია (7 პრინციპი).

საქმის განხილვა საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია დასწრება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.