18.07.2018
კატეგორია : ანონსი;
1. 12:00 საათი - ცოტნე მუსელიანი ეკა გაგუასა და მიშა სესიაშვილის (რუსთავი 2) წინააღმდეგ
სადავო მასალა, რომელიც "კურიერის“ ეთერში გავიდა, სვანეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ეხებოდა. ინფორმაციის თანახმად, მამას უკვე 8 წელია შვილები სახლში ჰყავს გამოკეტილი. განმცხადებელი, ცოტნე მუსელიანი მიიჩნევს, რომ მიშა სესიაშვილმა და ეგა გაგუამ დაარღვიეს ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
2. 13:00 საათი - ცოტნე მუსელიანი ეკა გაგუას (რუსთავი 2) წინააღმდეგ
ცოტნე მუსელიანის ეს განცხადებაც იმავე საკითხს ეხება - სვანთეში მამის მიერ შვილების შეზღუდვას, ამ შემთხვევაში ის მიიჩნევს, რომ ეკა გაგუამ ამ მასალაშიც დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მერვე (ბავშვებთა ინტერესები) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
3. 14:00 საათი - ნიკა გურინი ITV.GE ის წინააღმდეგ
ნიკა გურინი მიიჩნევს, რომ ITV.GE-მ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მასალაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით "თემურ ხუბულური: ძიუდოისტები ქუჩაში არ უნდა იდგნენ, მათი ადგილი დარბაზში და ტატამზეა". სტატია ძიუდოისტების საპროტესტო აქციას ეხება განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
4. 15:00 საათი - გიორგი გაბედავა გელა ბოჩიკაშვილის (on.ge) წინააღმდეგ
სადავო გახდა 2018 წლის 17 მაისს გამოქვეყნებული ახალი ამბავი "გიორგი გაბედავა ისევ დააკავეს". განმცხადებელს პრეტენზია აქვს მასალის იმ ნაწილთან, სადაც ის მოხსენიებულია როგორც "ჰომოფობიური და ნეონაცისტური იდეოლოგიის მატარებელი". გიორგი გაბედავა მიიჩნევს, რომ გამოცემამ დაარღვია ქარტიის შემდეგი პრინციპები: პირველი (სიზუსტე) მესამე (დადასტურებული წყარო/მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება)
5. 16:00 საათი - თანასწორობის მოძრაობა საინფორმაციო ცენტრი ჯიხას წინააღმდეგ
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვია "ჯიხამ", როდესაც სოციალურ ქსელში გააზიარა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტაბულას მიერ გადაღებული ვიდეო შემდეგი ტექსტით "ფრთხილად! საქართველოში ნიღაბახდილი ანტიქრისტეს მიმდევრები მომრავლდნენ".
6. 17:00 საათი - მაგდალინა თოდუა დიანა ჯოჯუას, ემა გოგოხიას, ანა წერეთლის, ნოდარ მელაძის (რუსთავი 2) წინააღმდეგ
"კურიერის" ეთერში გასული სადავო სიუჟეტი ეძღვნებოდა ზუგდიდში უფასო სასადილოს და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების ხარჯის შემცირებას. განმცხადებელი, მაგდალინა თოდუა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, დაეყრდნო მხოლოდ ერთი რესპონდენტის ნათქვამს, შესაბამისად მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი - სიზუსტე და მეთერთმტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება