03.09.2018
კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს
ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის
მისაღებად
ამბის უწყვეტ რეჟიმში გაშუქების ტექნიკა
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში
დარჩენის ხარჯები.ამბის უწყვეტ რეჟიმში გაშუქების ტექნიკა
ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 22-23
სექტემბერს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე
რეგიონებიდან.
ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა გაშუქდეს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე მოვლენები, როგორიცაა საგანგებო მდგომარეობა, არჩევნები, მაღალი დონის ვიზიტები, აქციები, ყველაფერი ის, რის შესახებაც მედიას დღის განმავლობაში არაერთი ახალი ამბის გადაცემა უწევს. ტრენინგისას საუბარი იქნება თუ როგორ უნდა იმუშაო ამ დროს ეფექტიანად, როგორ გადაანაწილო ფუნქციები ნიუსრუმში, რა რისკების წინაშე დგება მედია, როცა მომხმარებლის მიერ გადაღებულ, მოწოდებულ ინფორმაციას იყენებს, რა სპეციფიკა აქვს facebook live-ს, რა დროს სჯობს მისი გამოყენება. რა აპლიკაციები, პლაგინები, პლატფორმები შეიძლება გამოიყენო ასეთი ფორმატით გაშუქებისას.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2018 წლის 16 სექტემბრის 20:00 საათამდე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.
ტრენინგს გაუძღვებიან:
მაია მეცხვარიშვილი - სტუდია “მონიტორის” რედაქტორი. მედიის სფეროში მუშაობს 2000 წლიდან. 2010-2017 წლებში იყო ონლაინ გამოცემის – www.netgazeti.ge-ისრედაქტორი. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა “მოამბეში”, გაზეთ “24 საათში”, “ახალ გაზეთში” და ა.შ. 2009 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებელი და 2-ჯერ იყო ქარტიის საბჭოს წევრი. 2015-17 წლებში იყო პროპაგანდის წინააღმდეგ საერთაშორისო კომისიის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სემინარსა და კონფერენციაში.
საბა ჩიხლაძე - 2016 წლიდან არის "რადიო თავისუფლების" სოციალური მედიის მენეჯერი. ციფრული კომუნიკაციებში სფეროში მუშაობს 2012 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებში იკავებდა სოციალური მედიის მენეჯერისა და კონსულტანტის პოზიციას. პერიოდულად ატარებს ტრენინგებს სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციების შესახებ.