11.09.2018
კატეგორია : ანონსი;
19:00 საათი - გიორგი ვაშაძე ნატა ქაჯაიასა და ლევან ჯავახიშვილის წინააღმდეგ
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალსიტებმა ნატა ქაჯაიამ და ლევან ჯავახიშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს გრიგოლ ვაშაძის მიერ წლების წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.
21:00 საათი - სოციალური მომსახურების სააგენტო დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ
სოციალური მომსახურების სააგენტო სადავოდ ხდის "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "ღია წერილის პროლოგი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავს. მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (დაუდასტურებელი წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.