კოალიცია ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება
18.09.2018

კატეგორია : განცხადებები;
2018 წლის 15 სექტემბერს, ,,ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

დღეს გამოძიების მთავარი ვერსიაა, რომ ზურაბ ვარდიაშვილი თავდამსხმელებს შეეშალათ სხვა პიროვნებაში და სინამდვილეში სულ სხვა პირთან აპირებდნენ ანგარიშსწორებას, რომელმაც შემთხვევამდე ერთი დღით ადრე იჩხუბა და აღნიშნა რომ ზურაბ ვარდიაშვილი იყო.

თუმცა, შემთხვევიდან მეორე დღეს გამომძიებელი ,,ლიბერალის“ რედაქტორს დაჟინებით უმეორებდა, რომ სწორედ მან იჩხუბა და ამ მოტივით დაესხნენ თავს.

პირველ რიგში, შეშფოთებას გამოვთქვამთ გამოძიების მხრიდან მსგავსი ზედაპირული დამოკიდებულების გამო და მოვუწოდებთ მას, მეტი ყურადღებით მოეკიდოს საქმეს.

ამავდროულად, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა ,,ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს შსს-ს დროულად დაიკითხოს ყველა შესაძლო მოწმე, ზურაბ ვარდიაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, ბრალი წარედგინოს ყველა იდენტიფიცირებულ პირს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.