13.11.2018
17 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ერთიკის ქარტია განიხილავს
შემდეგ საქმეებს:
- 12:00 საათი - ვასილ ცინაძე თამთა ონოფრიშვილის
წინააღმდეგ
არასწორი ინფორმაცია გაავრცელა სტატიით "QNET ლეგალური ბიზნესია და
ფინანსურ პირამიდასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს". ვასილ ცინაძის
აზრით, სტატია ეყრდნობა მხოლოდ "QNET-ის" წამომადგენლის მიერ
მოწოდებულ ინფორმაციას და არა ფაქტებს.
სადავო პრინციპები:
პირველი (სიზუსტე)
- 13:00 საათი - გიორგი ვაშაძე ირინა დეკანოიძის
წინააღმდეგ
გიორგი ვაშაძეს პრეტენზია აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე
(1tv.ge) გამოქვეყნებულ მასალასთან "გიორგი ვაშაძე საყოველთაო
ჯანდაცვაზე - ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ
ადამიანს [ვიდეო]". ტექსტი ეხება გიორგი ვაშაძის მიერ პირველი არხის
გადაცემა "პრეზიდენტის არჩევნები 2018-ში" გასულ მის კომენტარს, სადაც
ის საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს.
სადავო პრინციპები:
პირველი
(სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე
(დისკრიმინაცია), მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
- 14:00 საათი - სუიციდის პრევენციის ასოციაცია რუსთავი
2-ის ჟურნალისტის, მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ
განცხადებაში საუბარია "კურიერის" ეთერში გასულ სიუჟეტზე,
რომელშიც ახალი ინტერნეტ თამაში არასრულწლოვნებისთვის სახიფათოდ და
სუიციდის მაპროვოცირებლად არის წარმოჩენილი. განმცხადებელი მიიჩნევს,
რომ სიუჟეტში დადასტურებულ ფაქტად არის მოცემული ის დეტალები, რაც
ჟურნალისტს სათანადოდ არ გადაუმოწმებია.
სადავო
პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მერვე (ბავშვის
ინტერესების დაცვა)
- 15:00 საათი - სუიციდის პრევენციის ასოციაცია რუსთავი
2-ის ჟურნალისტის, დავით დვალიშვილის წინააღმდეგ
განცხადება ეხება გურიაში მომხდარ სუიციდის ფაქტს, რომლის შესახებ
სიუჟეტი"კურიერის" ეთერში გავიდა. განცხადების თანახმად, სიუჟეტში
ნაჩვენებია გარდაცვლილის წერილი, რაც "რომანტიზირებას სძენს თავად
ფაქტს და შეიცავს საფრთხეს, რომ სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით
მგრძნობიარე მოზარდებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მხოლოდ სუიციდის შემდეგ
დააფასებენ მათ სიცოცხლეს ან ამ გზით მიიქცევენ ყურადღებას".
სადავო
პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის
ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა)
- 15:00 საათი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, დავით დვალიშვილის
წინააღმდეგ
ეს განცხადებაც გურიაში მომხდარ სუიციდის ფაქტს და იმავე სიუჟეტს
ეხება
სადავო
პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის
ინტერესი) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა)
- 16:00 საათი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის
წინააღმდეგ
სადავო გახდა 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე მომზადებული სიუჟეტი,
სადაც ნაჩვენებია 6 წლის ბავშვის მიერ სასამართლოსთვის მიცემული
ჩვენება დედის მკვლელობის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, ბავშვის
საუკეთესო ინტერესი დარღვეულია, ვინაიდან შეიცავს პირადი ცხოვრების
მძიმე დეტალებს.
სადავო
პრინციპები: მერვე (ბავშვის ინტერესი) და მეათე (პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობა)