21 დეკემბერს ქარტია 5 საქმეს განიხილავს
17.12.2018

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 21 დეკემბერს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - სოფიკო ყანჩაველი "ობიექტივის" ჟურნალისტის, ქრისტინე ქარჩხაძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი გავიდა სათაურით "წყალტუბოში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ობიექტივმა" გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ წყალტუბოში წყალი დაბინძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

13:00 საათი -  გოჩა გოგინავა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ

2018 წლის 16 ნოემბერს სატელევიზიო არხის რუსთავი 2-ის ეთერში 9 საათიან კურიერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა გოჩა გოგინავასთვის მიწის დაკანონებას. განცხადების თანახმად, გოგინავა მასალაში მოხსენიებულია როგორც "ოცნების მოქმედი კოორდინატორი" და "პარტიის აქტივისტი". 
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე)

  • 15:00 საათი -  ლევან ნატროშვილი "იმედის" ჟურნალისტების წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების ფაქტს. "იმედის" მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ ამ თემაზე მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასანდო იყო.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე)

  • 17:00 საათი - გიგა ბოკერია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის თეა ადეიშვილის წინააღმდეგ

მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა)

  • 19:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ირაკლი ჩიხლაძის და ვარლამ წიკლაურის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი ოზურგეთის მერიაში არსებულ სავარაუდო კანონდარღვევაზე "იმედის" მიერ რამდენიმე ხნით ადრე მომზადებული მასალის გაგრძელება იყო. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია მართლაც დაისაჯა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი "იმედისთვის" მიცემული სიუჟეტის გამო.სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.