კატეგორია : ტრენინგები;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.
მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა გაშუქდეს დანაშაული, სადაც არასრულწლოვანს სდებენ ბრალს. რა შეცდომებს უშვებს მედია ამ თემაზე მუშაობისას. როგორია კანონმდებლობა საქართველოში, რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. რა შედეგები მოაქვს ამ თემაზე არასწორად მომზადებულ მასალებს და რა ფაქტორებზე უნდა გაამახვილონ ჟურნალისტებმა ყურადღება.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა
შეავსეთ აპლიკაცია 2019 წლის 20 თებერვლის 20:00
საათამდე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ
მონაწილეებს.
ტრენინგს გაუძღვებიან:
ანა არგანაშვილი -
იურისტი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)-ის აღმასრულებელი
დირექტორი. წლების განმავლობაში მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვის
სფეროში. 2008-2013 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში.
ავტორია არაერთი კვლევისა და მონიტორინგის ანგარიშისა, რომელიც ეხება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და ხანდაზმულების
უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში
ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კონსულტანტი. სხვადასხვა დროს იყო ტელეკომპანიების, “რუსთავი 2-ის”, “მეცხრე არხის”, “მზის”, “იმედის” საინფორმაციო გადაცემების ხელმძღვანელი. იყო რადიო უცნობის, სტუდია რეს-ს წამყვანი. ჩატარებული აქვს მრავალი ტრენინგი. თავმჯდომარეობდა შეწყალების კომისიას. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, GIPA-ს, IBSU-ს ლექტორი. ამჟამად კითხულობს ლექციებს კავკასიის მედიასკოლაში.