3 მარტს ქარტიის საბჭო 6 საქმეს განიხილავს
26.02.2019

კატეგორია : ანონსი;

3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ საქმეებს:

  • 12:00 საათი - საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია "ასავალ - დასავალის" ჟურნალისტის, მეგი საჯაიას წინააღმდეგ

სადავო მასალა "შირაქმა ასავალ-დასავალს და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა!" 2019 წლის 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა და ეხებოდა შპს "შირაქის" მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მიერ "ასავალ დასავალის" მასალის გასაჩივრებას.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)

  • 13:00 საათი - ინიციატივა საჯარო სივრცისთვის BMG-ს ჟურნალისტის, თათია ჩაფიჩაძის და პროდიუსერის ეკა ბაშარულის წინააღმდეგ

სადავო მასალა გავიდა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. სიუჟეტი ეხებოდა კომპანია "მ2- ის" მიერ "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტს.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეცხრე (სარეკლამო მასალის გაუმიჯნაობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

  • 15:00 საათი - თანასწორობის მოძრაობა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესები შეილახა 10 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც ეხებოდა 13 წლის ბიჭის მკვლელობას.

სადავო პრინციპი: მერვე (ბავშვის ინტერესი)

  • 16:00 საათი - გიორგი თეთრაძე "იმედის" წამყვანის, გიორგი გასვიანის წინააღმდეგ

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2 თებერვლის გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" გაჟღერდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის წამახალისებელი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული განცხადება.

სადავო პრინციპი:  მეშვიდე (დისკრიმინაცია)

  • 16:30 საათი - ლგბტქი ასოციაცია "თემიდა"  Georgia Today-ს ჟურნალისტის, ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ

სადავო გახდა ინგლისურენოვანი გაზეთის Georgia Today-ს მიერ გამიქვეყნებული op-ed-ის ავტორის, ნუგზარ რუხაძის op-ed-ი  სათაურით Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz , რომელიც 31 იანვარს გამოქვეყნდა.

სადავო პრინციპი:  მეშვიდე (დისკრიმინაცია)

  • 17:00 საათი - მამია ფხაკაძე "რუსთავი 2-ის" წამყვანის, ნოდარ მელაძის და ჟურნალისტის, ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ

"შაბათის კურიერში" გასული სადავო სიუჟეტი  მოსამართლეთა ძვირადღირებულ სახლებს ეხებოდა, მათ შორის ნახსენები იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძეც და მის საკუთრებაში არსებული სახლი.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.