ქარტიის საბჭო 28 მარტს ორ საქმეს განიხილავს
26.03.2019

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 28 მარტს განიხილავს შემდეგ საქმეებს:

19:00 საათი - თეა დავაძე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების ნათია ტრაპაიძისა და ჯეიხუნ მუჰამედალის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი - „კომპრომატებით ომი თუ ანგარებით სექსუალური კავშირი - შსს ოცნების დეპუტატის საქმეს იძიებს“ -ტელეკომპანიის ეთერში 16 მარტს გავიდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარლამენტის წევრის, რუსლან გაჯიევის შესახებ ვიდეოს გამავრცელებლი რადიო "მარნეულში" მუშაობდა.

სადავო პრინციპები: 1 (სიზუსტე),  3 (მიჩქმალვა)

20:00 - "ჩაიხანა" საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ

სადავო მასალა "გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან" პირველი არხის ეთერში 27 იანვარს გავიდა და ეხება მასწავლებელს, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. "ჩაიხანა" საზოგადოებრივ მაუწყებელს პლაგიატში ადანაშაულებს.

სადავო პრინციპი: 11 (პლაგიატი)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.