24 აპრილს ქარტიის საბჭო 2 განცხადებას განიხილავს
21.04.2019

კატეგორია : ანონსი;
24 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 19:00 საათი - რაშან ზიადალიევი  "იმედის" ჟურნალისტის ქეთევან ბუდაღაშვილის წინააღმდეგ 
სადავო მასალა გავიდა გადაცემაში "იმედის დღე" და ეხებოდა ბოლნისს, მის ისტორიას, იქ არსებულ მდგომარეობას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტში ისეა წარმოჩენილი, თითქოს ბოლნისში მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არ ჩანს იქ არსებული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება

სადავო პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია)

  • 20:00 საათი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის თეონა ხარაბაძის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა და  ეხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის 2017 წლის ანგარიშს. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა სოფელ ჯიბინაურში კეთილმოწყობილი სტადიონის ნაცვლად აჩვენა მოუწესრიგებელი სტადიონი.

სადავო პრინციპები - პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.