11 მაისს ქარტიის საბჭო 4 საქმეს განიხილავს
10.05.2019

კატეგორია : ანონსი;
11 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 12:00 საათი - ლევან ლაზარეშვილი სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტის, მარი დუდუნიას წინააღმდეგ
სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებული სადავო მასალა 2018 წლის 15 დეკემბერს გავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში. სიუჟეტის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერებში კორუფცია და ნეპოტიზმია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი მერის გარემოცვის სასარგებლოდ იხარჯება.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

13:00 საათი დავით შერაზადიშვილი  სტუდია "მონიტორის" მარი დუდუნიას წინააღმდეგლევან ლაზარეშვილის მსგავსად დავით შერაზადიშვილიც სტუდია "მონიტორის" მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტენდერების შესახებ 2018 წლის 15 დეკემბერს გასულ სიუჟეტზე დავობს.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

  • 16:00 საათი - ხატია ბეროძე "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის, გიორგი სულაძე წინააღმდეგ
სადავო მასალა ეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა)


  • 17:00 საათი - ხატია ბეროძე რუსთავი 2 ის წინააღმდეგ
ეს სადავო მასალაც  ეხებოდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.