ტრენინგი ჟურნალისტებისთვის - სუიციდის გაშუქება
18.05.2019

კატეგორია : ტრენინგები;
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

სუიციდის გაშუქება

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 1-2 ივნისს თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 6ბ). ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის “მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის” (M-TAG) ფარგლებში.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა გაშუქდეს სუიციდი, იმსჯლებენ იმ დილემებზე, რისი გადაჭრაც უწევთ ჟურნალისტებს ამ თემაზე მუშაობისას. განიხილავენ ზოგადად რა პროცესია და როგორ მიდის ადამიანი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე, რა ძირითადი წესები უნდა დაიცვას ჟურნალისტმა, რომ საკუთარი გაშუქებით არ ავნოს ადამიანებს.  

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია 2019 წლის 26 მაისი . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.

ტრენინგს გაუძღვებიან: 

სოფო ტაბაღუა - ექიმი ფსიქოთერაპევტი. 2003 წლიდან დღემდე ეწევა სამედიცინო პრაქტიკას. მისი ძირითადი მიმართულებაა ფსიქოტრავმატოლოგია. მუშაობს წამების, არასათანადო მოპყრობის, საომარი მოქმედებების, ოჯახში ძალადობისა თუ მძიმე დანაკარგების გამო ტრავმირებულ ადამიანებთან

ნესტან ცეცხლაძე - ონალაინ გამოცემა netgazeti.ge-ს რედაქტორი. კავკასიის მედიასკოლაში უძღვება ახალი მედიის კურსს. აქვს მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არაეთხელ გაუშუქებია სუიციდთან დაკავშირებული საკითხები.

ტრეინგის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და სუიციდს გადარჩენილ ადამიანებთან ურთიერთობაზე ესაუბრება "ინდიგოს" რედაქტორი ნინო ლომაძეც, რომელმაც ქარტიის პრიზი სწორედ სუიციდის თემაზე მომზადებული სტატიისთვის დაიმსახურა.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.