27.05.2019
კატეგორია : ანონსი;
19:00 საათი - "ფრესკო" ტვ "მესამეს" ჟურნალისტების, მზია შარაშენიძის, უშო რუხაძის და ნათია ჩიქოვანის წინააღმდეგ
სადავო მასალა 2019 წლის 20 მარტს გავიდა ეთერში და ეხებოდა დასაქმებულთა შრომით უფლებებს. დარღვეულ უფლებებზე საუბრისას ნახსენებია "ფრესკოც". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემის წამყვანი და სტუმრები ამ კომპანიის დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახდენენ, რეალურად კი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები "ფრესკოში" არ დადასტურებულა.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
21:00 საათი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია "იმედის" ჟურნალისტის ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი ეხებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. ამ თემაზე საუბრობს საიას წარმომადგენელიც. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი მანიპულაციურია.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)
საბჭო ასევე განიხილავს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR)-ის განცხადებებს რამდენიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ, სადავო მასალები ეხება 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის საქმეს.