19 ივნისს ქარტია ევექსის ჰოსპიტლების განცხადებებს განიხილავს
15.06.2019

კატეგორია : ანონსი;
19 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემდეგ განცხადებებს განიხილავს:

  • 19:00  საათი -  ევექსის ჰოსპიტლები კომერსანტის წინააღმდეგ
სადავო გახდა "კომერსანტის" სტატია სათაურით "GHG ჯგუფი აქციონერებისთვის გასაცემ დივიდენდს ზრდის, მისი კლინიკები პაციენტების სასაკლაოდ იქცა, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს". მასალაზე კონკრეტული ავტორი მითითებული არ არის. სტატია ეხება პაციენტის გარდაცვალებას და მასთან "ევექსის" კლინიკის კავშირს, მის პასუხისმგებლობას.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე  (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

20:00 საათი - ევექსის ჰოსპიტლები "კომერსანტის" ჟურნალისტის სალომე ლემონჯავას წინააღმდეგ სადავო სტატია "კომერსანტზე" პირველ მაისს გამოქვეყნდა სათაურით "ევექსი კრიმინალურ სკანდალში ეხვევა". სტატიაში საუბარი იყო ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ნაპოვნ ემბრიონზე, რაზეც სტატიის მიხედვით, გამოძიება დაიწყო. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიაში საავადმყოფოს პერსონალი და მენეჯმენტი გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზეა დადანაშაულებული. 

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.