კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის გმობს ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს
21.06.2019

კატეგორია : განცხადებები;
2019 წლის 20 მაისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენებისას, ჩვენი ინფორმაციით 12 ჟურნალისტია დაშავებული. მიგვაჩნია, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ემუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში ჟურნალისტთა დაცვის შესახებ ევროსაბჭოს ღ(96) 4 რეკომენდაცია პირდაპირ უთითებს, რომ ,,ჟურნალისტური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება პატივისცემით უნდა სარგებლობდეს კონფლიქტურ და დაძაბულ სიტუაციებში, რამდენადაც ამგვარ სიტუაციებში საზოგადოებრივი საქმეების თაობაზე ინფორმირებულობა და საჯარო ხელისუფლების ორგანოთა და სხვა მხარეების საქმიანობის შეფასების უფლება ცალკეული პირებისათვის, ისევე როგორც ზოგადად მთელი საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს."

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს , რომ
1. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოსავლენად;
2. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ჟურნალისტებისათვის იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაც მათ მიადგათ პოლიციელების მიერ მათი დაზიანების შედეგად.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.