10 ივლისს ქარტიის საბჭო 3 საქმეს განიხილავს
09.07.2019

კატეგორია : ანონსი;
10 ივლისს ქარტიის საბჭო განიხილავს შემდეგ განცხადებებს:

  • 19:00 საათი -  სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი  qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 3 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით "გორის ჰოსპიტალის ცნობით სამხედრო მოსამსახურეს ,,ლირიკა" ესაჭიროება". სტატიაში საუბარია გორის ჰოსპიტლის მიერ "ლირიკის" შესყიდვაზე.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).


  • 20:00 საათი - ლელა ლობჟანიძე qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის წინააღმდეგ
სადავო ტატია გამოქვეყნდა სათაურით "მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ". სტატია ეყრდნობოდა "ფეისბუქში" გამოქვეყნებულ სტატუსს. მასალაში მოცემული იყო თავად ლელა ლობჟანიძესთან ჩაწერილი კომენტარიც.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) 

  • 21:00 საათი -  ასოციაცია ,,ჰერა-XXI" "მაესტროს" ჟურნალისტების, მაგდა ანიკაშვილის, თორნიკე კვერენჩხილაძის და ირაკლი მაისურაძის წინააღმდეგ


სადავო გახდა 2019 წლის 3 აპრილს გასული გადაცემა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემამ სათაურით - ,,აბორტი როგორც განაჩენი“ მოახდინა ქალების დისკრიმინაცია, მათი უფლებების უგულვებელყოფა და სიძულვილის ენის წახალისება საზოგადოებაში."

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.