28 ივლისს ქარტია 7 საქმეს განიხილავს
24.07.2019

კატეგორია : ანონსი;
28 ივlისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართება და განიხილება შემდეგი საქმეები:

  • 12:00 საათი - ლევან ქემოკლიძე "იმედის" წამყვანის, ოლგა ბაბლუანის წინააღმდეგ 
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა ქუთაისის შესახებ მომზადებულ მასალაში, როდესაც თქვა, რომ რიონისპირა სახლების და ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სადავო პრინციპი: პირველი (სიზუსტე)


  •  12:30 საათი - გოგი გვახარია "ალიას" ჟურნალისტის, ნანა სულავას წინააღმდეგ
სადავო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "რა უამბეს «ალიას» გოგი გვახარიას ბაბუაზე?"  მასალაში საუბარია როგორც ჟურნალისტ გოგი გვახარიაზე, ასევე მის ბაბუაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატია არის ჰომოფობიური, მოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული. 

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

  • 13:00 საათი -  "ჯემნიუსი" "რეზონანსის" ჟურნალისტის, ელზა პაპოშვილი წინააღმდეგ 
ჯემნიუსი სადავოდ ხდის სტატიას სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში", რომელიც 10 ივლისს დაიბეჭდა გაზეთში და გამოქვეყნდა მის ვებსაიტზეც. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "რეზონანსის" ტექსტი იმეორებს "ჯემნიუსის" მიერ წინა დღეს გამოქვეყნებულ ტექსტს სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - ფოტორეპორტაჟი".

სადავო პრინციპი: მეთერთმეტე (პლაგიატი)

  • 13:30 საათი - ანა არგანაშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის სოფო შაიშმელაშვილი წინააღმდეგ
სადავო სიუჟეტი ეხება ბოშა ბავშვებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში გამოყენებულია დამამცირებელი, ღირსების შემლახველი და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამავრცელებელი ფრაზები

სადავო პრინციპები: მეშვიდე (დისკრიმინაცია), მერვე (ბავშვის ინტერესი)

  • 15:00 საათი -  საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სალომე ლაბაძის წინააღმდეგ
სადავო გახდა  სიუჟეტი სახელწოდებით "ოკუპანტი მეთაურის მემორიალური დაფა თბილისში". სიუჟეტი ეხებოდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის - მიხეილ ლევანდოვსკის შესახებ საინფორმაციო დაფის განთავსებას, სადაც გაკრიტიკებულია ეს ფაქტი.

სადავო პრინციპები:  პირველი (სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

  • 16:30 საათი - მამუკა მახარაძე imedinews.ge წინააღმდეგ
სადავო მასალა ეხება საქართველოში ერთ-ერთი რუსი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში დაირღვა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი, რადგან სტატია შეიცავს არაზუსტ მონაცემებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

  • 17:00 საათი რომან გოცირიძე alia.ge და geotimes.ge-ს  წინააღმდეგ
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ორივე გამოცემამ შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მიმართ გამოთქმული ნეგატიური ფრაზები მას მიაწერეს. რეალურად კი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

სადავო პრინციპები ირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო),  მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.